თეგეტა იყო და არის ცვლილებებისა და ინოვაციური ეკოგადაწყვეტილებების ინიციატორი. ჰოლდინგის შვილობილი კომპანიები საერთო კონცეფციით იმართება, რაც ნიშნავს, იქნება ეს ემისიების შემცირება, ნარჩენების მართვა თუ ახალი ფილიალების მშენებლობა, ყველაფერში იგრძნობა გარემოზე ზრუნვის იდეით შთაგონებული ეკომეგობრული გადაწყვეტები.
თეგეტა ყოველწლიურად აუმჯობესებს ქვეყანაში ელექტრომანქანებისა და plug-in ჰიბრიდების გაყიდვების მაჩვენებელს და დიდ ინვესტიციას დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დასამუხტი სადგურების დასამონტაჟებლად დამტენების ქსელისთვის, ჯამში, უკვე 1 000 000 ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა. 2024 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 70 ახალი დასამუხტი სადგური მოეწყობა.
თეგეტა გამოირჩევა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რითაც ეკოლოგიურად სუფთა საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.
ნარჩენების ეფექტიანად მართვისთვის „თეგეტა გრინ პლანეტი“ სპეციფიკურ ნარჩენებს - საბურავებს, ზეთებსა და აკუმულატორებს აგროვებს და უზრუნველყოფს ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას.