ge
თანამშრომლებზე ზრუნვა

თანამშრომლებზე ზრუნვა

„თეგეტასთვის“ თანამშრომლების უსაფრთხოება და თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.

დისკრიმინაციისგან, ჩაგვრისა და სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს შექმნის იდეით, კომპანიამ სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა დანერგა. „თეგეტა“ პირველი კომპანიაა ქართულ ბიზნესსექტორში, რომელმაც, საერთაშორისო პროექტი „მამაკაცური საუბრები“ დაიწყო. პროექტის მიზანია საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლება.

თეგეტა ერთ-ერთი პირველი ჩაერთო კამპანიაში „პროფესიას არ აქვს გენდერი“. სწორედ თეგეტას ხელშეწყობით განვითარდნენ პროფესიულად საქართველოში სატვირთოს პირველი მექანიკოსი ქალები და კომპანიაში დასაქმდნენ.

თეგეტა ზრუნავს პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნაზე, სთავაზობს თანამშრომლებს ისეთ ინიციატივებს, რომლებშიც ენთუზიაზმით ერთვებიან. მათ შორისაა, „ზრუნვის კედელი“, როცა თანამშრომლები საახალწლოდ ბავშვებისა და მოხუცებისთვის ერთიანდებიან, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, ტრენინგები, ჩართულობის კამპანიები და ა.შ.

თანამშრომლებზე ზრუნვა