ge
უსაფრთხოება

უსაფრთხოება

მომხმარებლების, თანამშრომლების, პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა თეგეტამ განვითარების საწყის ეტაპზევე თავისი საქმიანობის აუცილებელ კომპონენტებად აქცია. ამ ღირებულებების კვალდაკვალ თეგეტამ არაერთი საინტერესო ინიციატივა და სიახლე შესთავაზა საზოგადოებას.

თეგეტას მიერ ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებულმა კამპანიამ საქართველოში ზამთრის საბურავების ცნება დაამკვიდრა და მძღოლებისთვის ზამთარში გადაადგილება ბევრად უსაფრთხო გახადა.

საგზაო მოძრაობის კულტურაზე ცნობიერების ამაღლება ხშირად არის თეგეტას მარკეტინგული კამპანიების მთავარი ხაზი, რითაც კომპანია მუდმივად მოუწოდებს საზოგადოებას, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, ატარონ მანქანა უსაფრთხოდ და იზრუნონ ერთმანეთზე საგზაო წესების დაცვით. ამ კუთხით მასშტაბური კამპანიების ჩამონათვალშია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“, „აღნიშნე როგორც გინდა, მაგრამ არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“, „არ გამბოლო“ და სხვ. თეგეტა, უკვე ტრადიციულად, უერთდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს, არის ისეთი ინიციატივების მხარდამჭერი, როგორებიცაა „საგზაო ლოტოს“ შექმნა და ა.შ.

უსაფრთხოება