ge
დოკუმენტები და ჯილდოები

დოკუმენტები და ჯილდოები

კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია „თეგეტამ“ 2022 წელს დაამტკიცა. უმნიშვნელოვანესი გზამკვლევი თავს უყრის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით თეგეტას მიზნებს, 2030 წლამდე გაწერილ სამოქმედო გეგმებს თანამშრომელთა კეთილდღეობის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

ბოლო პერიოდში კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დაინერგა. დაიწყო თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, პარტნიორებთან ერთად უპრეცედენტო პროექტები განხორციელდა და CSR თეგეტას კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

თეგეტას მარტო ერთ წელიწადში არაერთი პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. ჰოლდინგი „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის“ გამარჯვებული გახდა და ქვეყნის მთავარი CSR ჯილდო მწვანე ინიციატივების პროექტით მოიპოვა. იმავე წელს „თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის კონკურსში 6 ნომინაციიდან 2 კატეგორიაში გაიმარჯვა. კომპანია საერთაშორისო ჟიურის რჩეული გახდა პროექტებისთვის - „თეგეტა გარემოსთვის“ და „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“.

იხილე საიტი

დოკუმენტები და ჯილდოები