გერმანული ბრენდი MAN Truck and Bus ევროპაში კომერციული ავტომობილების წამყვანი მწარმოებელია, რომელიც გთავაზობთ სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და სატრანსპორტო საშუალებების ფართო ასორტიმენტს. 250 წლიანი მდიდარი მემკვიდრეობით, MAN-იმ სახელი გაითქვა როგორც სანდო და ინოვაციურმა ბრენდმა სატრანსპორტო ინდუსტრიაში და დღემდე რჩება გლობალური კომერციული ავტომობილების ინდუსტრიის ლიდერად.
RENAULT TRUCKS-ს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles-სი წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციული და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს. Tegeta Commercial Vehicles-ის პორტფელში შემავალი ბრენდებია: Temsa, რომელიც წარმოდგენილია ავტობუსებით და Mitsubishi fuso, რომელიც წარმოდგენილია მცირე და საშუალო სადისტრიბუციო ავტომობილებით.
HINO TOYOTA-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც 40 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე. HINO-ს კომერციული ავტომობილები იწარმოება იაპონიაში იმ ქარხანაში, რომელიც Toyota-ს ცნობილ მოდელებს, Prado-სა და FJ Cruiser-ს აწარმოებს. საქართველოში HINO-ს ოფიციალური დილერია კომპანია Tegeta Truck & Bus.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის უმსხვილესი ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, აგრეთვე – ნებისმიერი სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
LIEBHERR გერმანული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე წამყვან ადგილს იკავებს სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის წარმოების სფეროში. მის მიერ წარმოებული ტექნიკა და მიწოდებული სერვისები ყოველთვის ბრენდის იდენტობასთან არის დაკავშირებული და მიჰყვება მაქსიმალურად ხარისხიან და ეფექტურ სტანდარტებს, რომლებიც კომპანიისთვის და მომხმარებლების ბიზნესსაქმიანობისთვის პრიორიტეტულია. LIEBHERR-ის ოფიციალურ იმპორტიორს წარმოადგენს კომპანია Construction Machinery Georgia.
გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით. კომპანია აწარმოებს ვიბრაციულ სატკეპნებს, გზის დამგებ მოწყობილობებს და ყველა სხვა მანქანა-დანადგარს, რომლებიც გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. BOMAG-ის ოფიციალურ იმპორტიორს წარმოადგენს კომპანია Construction Machinery Georgia.
Construction Machinery Georgia უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის, Fayat group-ის წევრი კომპანიის MARINI-ს ოფიციალური წარმომადგენელია. MARINI ლიდერია ასფალტის, ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა წარმოების ეფექტიანობით, რომელიც ხარისხისა და სიზუსტის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და სრულად შეესაბამება გარემოს დაცვის რეგულაციებს. დღეისათვის კომპანიას 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.
,,თეგეტა მოტორსი" საქართველოს მასშტაბით 28 ფილიალს აერთიანებს. თითოეულ ფილიალში საავტომობილო პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს შეხვდებით როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ასევე, მიკროავტობუსებისა და სპეცტექნიკისათვის. სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად, შესაძლებელია სხვადასხვა სერვისის მიღებაც. მაღალი ხარისხის მომსახურებას ,,თეგეტას" კვალიფიციური ტექნიკოსები უზრუნველყოფენ.