"თეგეტა მოტორს"-ში კორპორაციული მომხმარებლების მომსახურებისთვის შექმნილია ეფექტური და დახვეწილი სისტემა, რომელსაც კომპანიის ათასზე მეტი თანამშრომლის დახმარებით მართავს. კორპორაციული გაყიდვების განყოფილება დაკომპლექტებულია ოცამდე მაღალკვალიფიციური გაყიდვების მენეჯერით. მათი მთავარი ამოცანაა კორპორაციული მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი და საქმის დროული, ხარისხიანი შესრულება.
კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ სასურველი პროდუქტი 300-მდე ბრენდის და 100,000 დასახელების პროდუქციის ფართო სპექტრიდან, ისარგებლონ მობილური სერვისით, პერსონალური გაყიდვების მენეჯერის მომსახურებით და სხვა დამატებითი შეთავაზებებით. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსი“ თავის კორპორაციულ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელ მრავალფეროვან ტრენინგებს საავტომობილო სფეროს მიმართულებით.
35 000-ზე მეტი კორპორაციული მომხმარებელი