„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანიას შემოყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. დღეს „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, Indian-ისა და Polaris-ის ბრენდის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია საქართველოს ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.