ge
წინ და წინ ზრუნვისკენ

წინ და წინ ზრუნვისკენ

Tegeta.care - უნიკალური შესაძლებლობაა თეგეტასთვის და საზოგადოებასა და გარემოზე მზრუნველი ადამიანებისთვის, სასიკეთო ცვლილებებისთვის გაერთიანდნენ.

2 წლის განმავლობაში თეგეტამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი პროექტი განახორციელა განათლების წახალისების, ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდების მხარდაჭერის, საზოგადოებრივი თემის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

შედეგად, ცოდნა აიმაღლა 100-მდე სოციალურმა მეწარმემ, 10-ზე მეტი სასოფლო ბიბლიოთეკა შეივსო წიგნებით და 300-ზე მეტი მოზარდი ჩაერთო განათლების წახალისების პროცესში, 30-მდე ქალი პროფესიულად განვითარდა, 600-ზე მეტმა ბავშვმა და მოხუცმა მიიღო საახალწლოდ სასურველი საჩუქარი, 200-ზე მეტ მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურები, გაძლიერდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები, მათ შორის გოგო ფეხბურთელები. განხორციელდა კიდევ მრავალი პროექტი მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

იხილე საიტი

წინ და წინ ზრუნვისკენ