ge
წინ და წინ განათლებისკენ

წინ და წინ განათლებისკენ

განათლების ხელშეწყობა თეგეტას კორპორაციული პასუხისმგებლობისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე, თანამშრომლებისა და ახალი კადრების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებაზე სწორედ „თეგეტა აკადემია“ ზრუნავს.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
„თეგეტა აკადემია“ პირველი კერძო კოლეჯია, რომელიც „თეგეტა რითეილთან“ თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მიმართულებით. 
აკადემიამ 2022 წელს, USAID-ს ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადება/გადამზადების პროგრამა შეიმუშავა. პროექტი მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაჩენას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას.

იხილე საიტი

წინ და წინ განათლებისკენ