ge
საავტომობილო პროდუქტი და სერვისი

საავტომობილო პროდუქტი და სერვისი

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ყველა ტიპის სერვისს სთავაზობს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისათვის. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომელთა მეშვეობით 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტას სერვისცენტრებში ისეთი მომსახურებების მიღებაა შესაძლებელი, როგორებიცაა: ზეთის შეცვლა, ძრავის შეკეთება, ჰაერის ფილტრის შეცვლა, ვულკანიზაცია, სავალი ნაწილების შეკეთება, პოლირება, ელექტრონული სისტემის დიაგნოსტიკა და სხვა. ულტრათანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილი ფილიალები და კვალიფიციური მექანიკოსები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მომსახურებას. კომპანია მუდმივად ნერგავს სხვადასხვა ინოვაციურ სერვისს, რომლებიც თანამედროვე ავტომობილების გამართულობაზეა პასუხისმგებელი.

საავტომობილო პროდუქტი და სერვისი

„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია. მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Lemforder და სხვა.

პარტნიორი ბრენდები