მსუბუქი ავტომობილები „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესმიმართულებაა. კომპანია წარმოადგენს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Porsche, Bentley, Lamborghini, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr, Polaris და Indian. მიმართულებაში შედის „ავტო გალერი“, მულტიბრენდული პრემიუმ შოურუმი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ელექტრომობილების პოპულარიზაციაა. კომპანია Polaris-ის ბრენდის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია საქართველოს ბაზარზე. „თეგეტა ქარსში“ ასევე შედის Europcar Georgia, რომლის ბიზნესპროფილია სრული სატრანსპორტო მომსახურება, ავტომობილების გაქირავება და ავტოპარკის მენეჯმენტი.