ge
თეგეტა ლიზინგი

თეგეტა ლიზინგი

თეგეტა ლიზინგი თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მიიღონ ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და მოქნილი მიდგომებით დაფინანსების შეთავაზება თეგეტა ჰოლდინგის ეკოსისტემაში შემავალი კომპანიების ფარგლებში.

ჩვენ გთავაზობთ ლიზინგის დივერსიფიცირებულ შეთავაზებებს:
• ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად;
• თქვენი ბიზნესის უწყვეტი და ეფექტური ოპერირებისთვის;
• მეტი მოქნილობისთვის, როგორც პირადი ასევე საქმიანი საჭიროებებისთვის;

თეგეტა ლიზინგი უზრუნველყოფს გამჭვირვალე და მოქნილ პროცესს, რომელიც სრულად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე და დაფუძნებულია სანდოობაზე, გამოცდილებასა და მუდმივ განვითარებაზე.

თეგეტა ლიზინგი

თეგეტა ლიზინგის პროდუქტები

ფინანსური ლიზინგი - წარმოადგენს ლიზინგის სტანდარტულ მოდელს, რომლის ფარგლებში მომხმარებელი ეტაპობრივად იხდის აქტივის ღირებულებას და ხელშეკრულების ვადის დასრულებისთანავე ხდება მისი მფლობელი. აღნიშნული მოდელი იდეალურია მათთვის, ვისაც საბოლოოდ აქტივის შეძენა სურს.

ფლექსი ლიზი - ეს არის გონივრული ფინანსური გადაწყვეტილება მათთვის, ვინც აფასებს მოქნილობასა და თავისუფლებას, იგი საშუალებას აძლევს მომხმარებელს გააუმჯობესოს ეფექტურობა გადახდების გაზრდის გარეშე და ისარგებლოს ავტომობილით ან ტექნიკით ხანგრძლივი ვადით, მფლობელობის ვალდებულების გარეშე.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ კი მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს - განაახლოს ხელშეკრულება, ჩაანაცვლოს აქტივი ახლით თუ სულაც დააბრუნოს ის.

რატომ თეგეტა ლიზინგი?

თეგეტა ჰოლდინგის ეკოსისტემაში შემავალი კომპანიების შიდა პარტნიორობა მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ გამარტივებული კომუნიკაციითა და მოქნილი პირობებით. ლიზინგის პროცესი ხორციელდება სწრაფად და მარტივად, დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, ხოლო პირობები სრულად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე.

შენი სანდო ლიზინგ პარტნიორი