ge
  • თეგეტა ქარსი

    თეგეტა ქარსი

    თეგეტა ქარსი ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Polaris, NIU, Indian, Europcar Georgia, Autogallery და Tegeta Approved. გარდა წამყვანი ბრენდების ოფიციალური დილერებისა, ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი მუდმივად გადის სპეციალიზებულ ტრენინგებს, რათა მომხმარებელს მაღალი ხარისხის სრული მომსახურება გაუწიოს.

  • პორშე
    პორშე
    იხილე საიტი

    პორშე

    „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი" ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს Porsche-ს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს.
  • ვოლვო
    ვოლვო
    იხილე საიტი

    ვოლვო

    „თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში" შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო" შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია Volvo-ს პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360 გრადუსით დაათვალიეროს, დისტანციურად შეაფასოს და, კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს.
  • ტოიოტა
    ტოიოტა
    გაიგე მეტი

    ტოიოტა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
  • მაზდა
    მაზდა
    იხილე საიტი

    მაზდა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
  • ჯილი საქართველო
    ჯილი საქართველო
    იხილე საიტი

    ჯილი საქართველო

    „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ბრენდის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
  • ავტო გალერი
    ავტო გალერი
    გაიგე მეტი

    ავტო გალერი

    „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. დღეს „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, Indian-ისა და Polaris-ის ბრენდის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია საქართველოს ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.