ge
  • Tegeta.care

    Tegeta.care
    გაიგე მეტი

    Tegeta.care

    თეგეტას განვითარების ისტორია აჩვენებს, რომ საზოგადოების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჰოლდინგის იდენტობის ნაწილია. რამდენიმე წელია, რაც თეგეტა ზრუნვის მასშტაბურ კამპანიას ახორციელებს და მისი მიზანი საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების გარშემო ადამიანების გაერთიანებაა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა ზრუნვის პლატფორმა tegeta.care

    ვებგვერდი იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს აერთიანებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით, თეგეტა ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, თავადაც შეიტანოს წვლილი იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ვებგვერდზე ორგანიზაციების რაოდენობა მუდმივად განახლებადია.

    2023 წლის მონაცემებით, თეგეტამ, პარტნიორებთან ერთად, განახორციელა 50-ზე მეტი მასშტაბური პროექტი განათლების წახალისების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ორგანიზაციების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. tegeta.care ითვლის 50-ზე მეტ პარტნიორს და სასიკეთო ცვლილებებისთვის გაცემულ 120,000-ზე მეტ ლარს.

  • გარემოზე ზრუნვა

    გარემოზე ზრუნვა
    გაიგე მეტი

    გარემოზე ზრუნვა

    თეგეტა ჰოლდინგისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია აცნობიერებს, რომ თავისი საქმიანობით გავლენას ახდენს გარემოზე და აღნიშნული ზეგავლენების შემცირებას ინოვაციური და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული მიდგომით ცდილობს. ჰოლდინგის კომპლექსური ხედვა მოიცავს, როგორც მდგრად სატრანსპორტო და სამშენებლო გადაწყვეტებს ნულოვანი ემისიების მისაღწევად, აგრეთვე, ნარჩენების ეფექტურად მართვასა და ცნობიერების ასამაღლებელ საქმიანობას. ეკომეგობრულ ინიციატივებს შორისაა: ელექტრომანქანებისა და Plug-in ჰიბრიდების პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ქართულ ბაზარზე პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვება, ენერგოეფექტური მშენებლობები, საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების, მაკულატურისა და პლასტმასას შეგროვება და გადასამუშავებლად ჩაბარება, ეკო სატვირთოები თეგეტას შიდა გადაზიდვებისთვის და სხვა.

  • თანამშრომლებზე ზრუნვა

    თანამშრომლებზე ზრუნვა
    გაიგე მეტი

    თანამშრომლებზე ზრუნვა

    თეგეტა ჰოლდინგისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჰოლდინგში 2023 წლის მონაცემებით 3000-მდე დასაქმებულია. თეგეტას მიზანია, იყოს კომპანია, რომელშიც მისი თანამშრომლები უსაფრთხოდ, დაფასებულად და ბედნიერად გრძნობენ თავს. თეგეტა, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად ზრუნავს ორგანიზაციაში თანასწორი და არადისკრიმინაციული კულტურის დამკვიდრებაზე, მრავალფეროვანი, ინკლუზიური და ოჯახთან თავსებადი გარემოს შექმნაზე. სწორედ ამ მიზნით, თეგეტა ნერგავს სხვადასხვა პოლიტიკას, ტრენინგსა თუ ინიციატივას და უზრუნველყოფს ამ პროცესში თანამშრომელთა აქტიურ ჩართულობას.

  • უსაფრთხოება

    უსაფრთხოება
    გაიგე მეტი

    უსაფრთხოება

    თეგეტა ჰოლდინგისთვის მომხმარებლისა და თანამშრომლის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც გულისხმობს სისტემურ ძალისხმევას, იზრუნოს უსაფრთხო გარემოს შექმნაზე როგორც ჰოლდინგის შიგნით, ისე მის გარეთ. შესაბამისად, კომპანია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: მომხმარებლების და პროდუქციის/მომსახურების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა; თანამშრომელთა უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე და საგზაო უსაფრთხოება. ერთ-ერთი მასშტაბური კამპანია სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურაზე ცნობიერების გაზრდასა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ეხებოდა. კამპანიით „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“, ჰოლდინგმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ გადაადგილებისას წესების დაცვა და ამ გზით ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებელია.

  • თეგეტა აკადემია

    თეგეტა აკადემია
    გაიგე მეტი

    თეგეტა აკადემია

    „თეგეტა აკადემია“ ავტორიზებული კოლეჯია, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

  • დოკუმენტები და ჯილდოები

    დოკუმენტები და ჯილდოები
    გაიგე მეტი

    დოკუმენტები და ჯილდოები

    „თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც 2022 წელს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, CSR სტრატეგია უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა. მან წლების მანძილზე კომპანიის პასუხისმგებლობიან მიდგომებს მეტი თანმიმდევრულობა და სისტემურობა შესძინა, ამავდროულად 2030 წლამდე განსაზღვრა მიზნები და დეტალური სამოქმედო გეგმები თანამშრომელთა კეთილდღეობის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებაზე ზრუნვის მიმართულებებით. ჰოლდინგმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა და რეალურმა დადებითმა გავლენებმა, თეგეტას სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდო და ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიურის აღიარება მოუტანა. ამასთან, თეგეტა ისეთი ინიციატივების ხელმომწერია, როგორიცაა: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, საქართველოს პრო ბონო ქსელი, ქალთა გაძლიერების პრინციპები.