ge

სავაჭრო პარტნიორები

„თეგეტა მოტორსი“ სავაჭრო პარტნიორებისთვის ეფექტურ და დახვეწილ სადისტრიბუციო სისტემას უზრუნველყოფს, რომელსაც 40-ზე მეტი დისტრიბუტორი ემსახურება. მათი მთავარი ამოცანა სავაჭრო პარტნიორების (დილერების) საჭიროებების განსაზღვრა და საქმის დროული, ეფექტური და ხარისხიანი შესრულებაა. კომპანია თითოეულ სავაჭრო პარტნიორს ავტო პროდუქტებისა და დანადგარების უდიდეს არჩევანს სთავაზობს ყველა ტიპის ტრანსპორტისათვის - როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის მიმართულებით.

ამჟამად, „თეგეტა მოტორსი“ საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტ სავაჭრო პარტნიორს ემსახურება. თითოეულ მათგანს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და მომსახურების მაღალ სტანდარტს, რაც ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის წინაპირობაა.

სავაჭრო პარტნიორები

პარტნიორი ბრენდები