ge

თეგეტა ჰოლდინგი

„თეგეტა ჰოლდინგი“ 28 წლიანი გამოცდილებით, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სფეროში. ასეთივე წარმატებით კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე.

თეგეტა 1995 წელს დაფუძნდა. ეს იყო სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზია. მოგვიანებით კომპანია საბურავების იმპორტს იწყებს და 1998 წელს ისტორიულ ხელშეკრულებას აფორმებს იაპონურ ბრენდთან Bridgestone-თან. ეს თანამშრომლობა გარდამტეხი იყო როგორც კომპანიისთვის, ასევე ქართული ბაზრისათვისაც. თეგეტა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში რუსული პროდუქციის მსოფლიოს წამყვანი ბრენდით ჩანაცვლების პროცესს შეუწყო ხელი.

დღეს, ჰოლდინგი საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს აერთიანებს, მათ შორის, მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely.

სატვირთო და სპეც.ტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები.

„თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ჰოლდინგი 3000-მდე თანამშრომლით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია.

თეგეტა ჰოლდინგი

28წლიანი გამოცდილება უსაფრთხო მომავლისთვის
45სავაჭრო წერტილი რეგიონში
3000-მდედასაქმებული
35000-მდეკორპორაციული მომხმარებელი
500000-მდერეგისტრირებული საცალო მომხმარებელი
40 -მდე
შვილობილი კომპანია
300 -მდე
მსოფლიო ბრენდის პარტნიორი
4000 -მდე
საბითუმო ობიექტი

მნიშვნელოვანი მოვლენები

  • წელი2023
    • „თეგეტა“  - უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში გაიხსნა „თეგეტას“ ულტრათანამედროვე მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, რომლის ჯამური ინვესტიცია 60 მილიონი ლარია. ტერიტორიაზე „თეგეტა მოტორსისა“ და „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმებია განთავსებული

    • „ვოლვო ქარ საქართველო“ -  გაიხსნა ვოლვოს  სრულიად ახალი, კონცეპტუალური შოურუმი და სერვისცენტრი, რომელიც პირველი VRE კონცეფციით შექმნილი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში და შვედეთში არსებული ბრენდის შოურუმების ანალოგია

    • Geely Sakartvelo - Tegeta cars-ის შემადგენლობას შეემატა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი Geely Auto

    • Tegeta Construcion Equipment - სომხეთის დედაქალაქში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Tegeta Construcion Equipment-მა კავკასიის რეგიონში JCB-ს მასშტაბური სადილერო ცენტრი გახსნა

    • „თეგეტა აკადემია“ – „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი „თეგეტა აკადემია“ ინოვაციური სასწავლო პლატფორმის Electude-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. „თეგეტა აკადემიას“, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლების“ ფარგლებში, 30 000 დოლარი გადაეცა, რის შედეგადაც აკადემიაში ონლაინ სასწავლო პლატფორმა Electude დაინერგა

    • Europcar Georgia - 2023 წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ავტოგაქირავების კომპანია „ევროპქარმა“ წარმომადგენლობა გააფართოვა. კომპანიამ ახალი ფილიალით უზბეკეთის ბაზარზე დაიწყო ოპერირება

    • „თეგეტა აგრი“ -  2023 წელს ჰოლდინგს შეემატა ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი“, რომელიც ტექნოლოგიურად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს ქვეყანაში

    • Tegeta truck and bus - 2023 წელს თეგეტას შვილობილმა კომპანია Tegeta truck and bus-მა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და დედაქალაქს MAN-ის 18-მეტრიანი 160 ერთეული თანამედროვე ავტობუსით მოამარაგებს

    • „თეგეტას“ 7 ემისია კაპიტალის ბაზარზე - 2023 წელს „თეგეტა ჰოლდინგმა“ 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა, რომლებიც ქართული კაპიტალის ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ემისია იყო. ჯამში, 2023 წელს თეგეტამ 7 წარმატებული ემისია განახორციელა, მათ შორის კომპანიამ საქართველოში პირველი 30 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დახურა

  • წელი2022
    • Tegeta Green Planet – „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია 2022 წელს დაფუძნდა და ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მოიპოვა და საავტომობილო პროდუქტების ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს.

    • Petronas – „თეგეტა“ მორიგი წამყვანი ბრენდის, Petronas-ის წარმომადგენელი გახდა საქართველოში. Petronas 80-ზე მეტ ქვეყანაში პროდუქტების ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. ზეთები, რომლებიც „თეგეტას“ საქართველოში შემოაქვს, იტალიაში იწარმოება და ევროპული ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

    • GOMACO - სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით „თეგეტას“ პორტფელი კიდევ უფრო გაიზარდა და ქართულ ბაზარზე ბეტონის გზის საფარის დამგები სპეციალური ტექნიკის მწარმოებელი ბრენდი Gomaco მის პარტნიორებს შორის გამოჩნდა.

    • Berko - მუხლუხა სავალი ნაწილების მწარმოებელი იტალიური ბრენდის, Berko-ს პროდუქციას „თეგეტა“ ქართველ მომხმარებელს 2022 წლიდან სთავაზობს. Berko სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია საერთაშორისო ბაზარზე.

    • CLARK სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კიდევ ერთი მოწინავე ამერიკული ბრენდია, რომელსაც „თეგეტა“ საქართველოსა და სომხეთში ექსკლუზიურად წარმოადგენს.

    • „თეგეტას“ ისტორიული ემისია - „თეგეტამ“ უპრეცედენტო, 150 მილიონი ლარის ბონდების, ემისია განახორციელა ეროვნულ ვალუტაში. პროექტი „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით შესრულდა.  ეს საქართველოს ისტორიაში - ყველაზე დიდი, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი სიდიდით მეორე ემისიაა.

    • 2022 წელს დაფუძნდა კიდევ ერთი კომპანია - Tegeta Off-Road Vehicles, რომელიც ამერიკული Polaris-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. შოურუმში ლეგენდარული ბრენდის გამორჩეული მოდელებია წარმოდგენილი და თავგადასავლების მოყვარულებისთვის ტესტდრაივიც ხელმისაწვდომია.

    • 2022 წელს „Tegeta Rent a Car“ ავტოგაქირავების ლიდერი ბრენდის, EUROPCAR-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა საქართველოში. კომპანიის საქმიანობაა ავტომობილების გაქირავება და ფარავს როგორც ტურიზმის, ისე საცალო და კორპორაციულ სექტორებს.

    • „თეგეტამ“ მსუბუქი ავტომობილების ბიზნესში მორიგი ნაბიჯი გადადგა და შექმნა კომპანია Auto Gallery, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც ახალი, ისე მეორადი პრემიუმ ავტომობილები. ამით ქართულ ბაზარზე მეორადი მანქანებით ვაჭრობაში ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. კომპანია მომხმარებელს „თეგეტა მოტორსის“ გარანტიით უზრუნველყოფილ, ტექნიკურად გამართულ მეორად ავტომობილებს სთავაზობს.

  • წელი2021
    • დაფუძნდა Construction Machinery Georgia, ახალი კომპანია ჰოლდინგის შემადგენლობაში, რომელიც გერმანულ პრემიუმ ბრენდს, „ლიბჰერს“ წარმოადგენს საქართველოში.

    • გარდა ამისა, 2021 წელს „თეგეტას“ პორტფელს სატვირთო მიმართულებით რამდენიმე ახალი ბრენდი დაემატა, მათ შორის, ფრანგული Renault Trucks და თურქული BMC.

  • წელი2020
    • Toyota Center Batumi „თეგეტას“ ეკოსისტემაში Toyota-ს რიგით მეორე ავტორიზებული ცენტრია და ქალაქ ბათუმში მდებარეობს. ისევე როგორც „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, ბათუმის ტოიოტას ფილიალი, შოურუმთან ერთად, სერვისცენტრსაც აერთიანებს და ბრენდის ერთადერთი ოფიციალური დილერია დასავლეთ საქართველოში.

    • ამავე წელს დაარსდა Tegeta Industry, რომელიც სამრეწველო სფეროში ოპერირებს და ქვის სამტვრევი დანადგარებისა და ნაწილების, ბეტონის მწარმოებელი ქარხნების და სხვა ინდუსტრიული პროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორია.

  • წელი2019
    • „თეგეტამ“ შვედურ საავტომობილო გიგანტ Volvo-სთან გააფორმა ხელშეკრულება და პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

       

    • 2019 წელს საქართველოს დედაქალაქში გერმანული MAN-ის 90 ავტობუსი გამოჩნდა; მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისს Tegeta Truck and Bus-მა მიაწოდა. 2017 წლიდან ქალაქის მუნიციპალურ ავტოპარკს, ჯამში, MAN-ის 233 ავტობუსი შეემატა.

    • გარდა  MAN-ისა, „თეგეტამ“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას BMC-ს მარკის EURO 6-ის სტანდარტის 226 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი მიაწოდა.

  • წელი2017
    • „თეგეტას“ მულტიფუნქციური კოლეჯი „თეგეტა აკადემია“ შეემატა. ეს არის პირველი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საავტომობილო სფეროში პროფესიონალ კადრებს ამზადებს.

    • აკადემია დაინტერესებულ პირებს, მოკლევადიან ტრენინგებთან ერთად, ავტორიზებულ სასწავლო პროგრამასაც სთავაზობს და კურსდამთავრებულებს განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს გადასცემს.

  • წელი2016

    „თეგეტამ“ წარმატებით დანერგა კონცეფცია - tax free. პროექტს საფუძვლად დაედო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არარეზიდენტ პირებს მათ ავტომობილებზე დამონტაჟებული საბურავების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებს.

  • წელი2014

    „თეგეტამ“ Toyota-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და იაპონური ბრენდის დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის სტატუსი მიიღო. შედეგად, ჰოლდინგს შეუერთდა  კიდევ ერთი შვილობილი კომპანია - Toyota Center Tegeta, რომლის შოურუმისა და სერვისცენტრის მშენებლობაში „თეგეტამ“ 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. 

  • წელი2012

    „თეგეტა“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრი გახდა. ეს არის სათადარიგო საავტომობილო ნაწილების დისტრიბუციისა და მომსახურების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელი, რომელიც 70 ქვეყნის საავტომობილო ბაზრის ლიდერებს აერთიანებს.

  • წელი2011
    • „თეგეტა“ იაპონური ბრენდის, Mazda-ს ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში და დაფუძნდა „მაზდა ცენტრი თბილისი“. კომპანია MAZDA-ს ადგილობრივ მფლობელებს, ბრენდის ავტომობილებთან ერთად, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისს სთავაზობს.

    • გაიხსნა „თეგეტას“ ახალი სერვისცენტრები ფოთსა და ბათუმში. ფოთის სერვისცენტრი, რომელიც საქართველოს მთავარ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს, არქიტექტურულად ერთ-ერთი გამორჩეულია „თეგეტას“ მომსახურების წერტილებს შორის.

  • წელი2010

    „თეგეტა“ მსუბუქი ავტომობილების სექტორში 2010 წლიდან გერმანულ ბრენდ Porsche-სთან ერთად შევიდა. დაარსდა „პორშე ცენტრი თბილისი“. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის სრულ სამოდელო რიგს, სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.

    „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსები ყოველწლიურად გადიან გადამზადების სპეციალურ კურსს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.  

  • წელი2008
    • თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, გაიხსნა „თეგეტას“ ახალი სათავო ოფისი, რომელშიც კომპანიის ადმინისტრაციული ნაწილია განთავსებული.

    • ცენტრალურ ოფისთან ერთად, 27 000 კვადრატულ მეტრზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სერვისცენტრი განთავსდა.

    • ამავე წელს „თეგეტა“ გერმანული ბრენდის, BOSCH-ის პარტნიორი გახდა ამიერკავკასიაში და თბილისში მსუბუქი ავტომობილებისთვის „ბოშ-ქარ სერვისი“ გახსნა.

    • 2008-ში „თეგეტა“ საცხებ-საპოხი მასალების უმსხვილესი  ბრენდის MOBIL-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

  • წელი2007

    ჰოლდინგს Tegeta Construction Equipment დაემატა. კომპანია სამშენებლო ტექნიკის უმსხვილესი  ბრიტანული ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. Tegeta Construction Equipment მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

  • წელი2006
    • „თეგეტას“ შემადგენლობას Tegeta Truck and Bus დაემატა, რომელიც სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ გერმანულ ბრენდს, MAN-ს ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში. „თეგეტა“ საქართველოში პირველი და ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც უმსხვილესი საავტომობილო კონცერნის ნდობა მოიპოვა. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი Man-ის ცენტრალური, მიუნხენის ცენტრის სტანდარტებით აშენდა.

      Tegeta Truck and Bus-ის საქმიანობა მოიცავს სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ტექნიკის რეალიზაციას, გაყიდვის შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და სერვისს.

     

    • „თეგეტა“ SHELL-ის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა როგორც საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში.

  • წელი2001

    კომპანიამ შეიცვალა სახელი და ბაზარზე „თეგეტა მოტორსის“ ბრენდით შევიდა.

  • წელი1998

    „თეგეტა“ მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი იაპონური ბრენდის "ბრიჯსტოუნის" ოფიციალური დილერი გახდა. „თეგეტამ“, მსოფლიოში უკვე აღიარებული ბრენდის წყალობით ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა დაიწყო.

  • წელი1995

    „თეგეტა მოტორსი“ დაფუძნდა, როგორც შპს „ავტოექსპორტი“.

სტრატეგიული ბიზნეს მიმართულებები

  • გაიგე მეტი

    მსუბუქი ავტომობილები

    მსუბუქი ავტომობილები „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესმიმართულებაა. კომპანია წარმოადგენს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Europcar Georgia, Polaris, NIU და Indian.

  • გაიგე მეტი

    მძიმე და სპეც. ტექნიკა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია გთავაზობთ სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით.

  • გაიგე მეტი

    საავტომობილო პროდუქტი და სერვისი

    „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ყველა ტიპის სერვისს სთავაზობს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისათვის. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 27 ფილიალი აქვს, რომელთა მეშვეობით 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება.

  • იხილე საიტი

    ონლაინ მაღაზია

    Tegetashop.ge არის ონლაინ-მაღაზია, სადაც განთავსებულია მრავალფეროვანი პროდუქცია წამყვანი კატეგორიებიდან: საბურავები, აკუმულატორები, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, ნაწილები და სხვ. ვებგვერდზე ავტომობილისთვის საჭირო 150 000-მდე დასახელების და 300-მდე ბრენდის საავტომობილო პროდუქტია წარმოდგენილი.